ბელორუსის პრეზიდენტი თავის პოსტს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ მზადაა არჩევნების შედეგები ოპოზიციისგან დაიცვას. ბელორუსის ცესკომ არჩევნები ჩატარებულად გამოაცხადა. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობამ 75 % შეადგინა. ეგზიტპოლების მონაცემების თანახმად ლუკაშენკოს ამომრჩეველთა ხმების 70 % ზე მეტი აქვს. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.
"ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნები შედგა", _ ეს განცხადება საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე ბელორუსის ცესკოს ხელმძღვანელმა ლიდია ერმოშინამ გაკეთა. კანონმდებლობის თანახმად არჩევნები ჩატარებულად ითვლება მას შემდეგ რაც მათში ამომრჩეველთა 50 % მიიღებს.
ბელორუსის ცესკოს მონაცემებით, არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა. სულ ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის 10 კანდიდატი მონაწილეობდა. ეგზიტპოლების მონაცემების თანახმად, ლუკაშენკომ ხმათა 74, 7 % მიიღო, მას სანნიკოვი მოსდევს - ხმათა 4,7 %, მესამე ადგილზეა ნეკლიაევი - 4,3 %. ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა 5,7 %-მა. მეოთხე ადგილზე რომანჩუკია - 3,5 %, მეხუთე ადგილზე რომაშევსკი - 1,7 % და მეექვსეზე უსი - 0,4 % ით.