გამთენიისას 04:40 საათზე ბელორუსის სპეცნაზი ბელორუსის ოპოზიციური ინტერნეტგამოცემა "ქარტია 97"-ის რედაქციაში შეიჭრა და იქ მყოფი ყველა ადამიანი დააპატიმრა.
ინფორმაციას ამის შესახებ თავად ინტერნეტ-გვერდი ავრცელებს.
იქვეა მოყვანილი საიტის რედაქტორის ნატალია რადინას ბოლო გზავნილი: - "ჩვენ ყველანი "კა-გე-ბე"ში ვართ". რედაქციის მომავალი ბედი უცნობია.