ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში 10 კანდიდატი მონაწილეობდა, მათგან 5 კი დაკავებულია. გუშინ ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური კანდიდატებმა ქუჩაში საპროტესტო აქცია გამართეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.
როგორც BBჩ იუწყება, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შტურმით აღება განიზრახეს.
საპროტესტო აქცია სპეცრაზმმა დაშალა. დაკავებულ კანდიდატებს სავარაუდოდ ქვეყნის გადატრიალების ბრალდებას წაუყენებენ.
გუშინდელი არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებს ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს 79,7 % - ით, ხოლო ოპოზიციური კანდიდატები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
მასალის გამოყენების პირობები