ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა. ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიის განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა მიიღო, რაც იმას ნიშნვას, რომ არჩევნები ჩატარებულად ითვლება.
ბელორუსის საარჩევნო კოდექსიის მიხედვით, კი არჩევნები ჩატარებულად ითვლება თუ მასში ქვეყანაში რეგსისტრიებულ ამომრჩეველთა 50% მიიღებს მონაწილება.
როგორც ცნობილია, დღეს ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ბელორუსის ცესკოს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ მიმდინარე კამპანიაში ერთგვარი რეკორდი იმოხსნა - ვადამდელი ხმის მიცემის ოთხ დღის განმავლობაში ამ პროცესში მონაწილეობა რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველმა მიიღო და ხმა უკვე მიცემული აქვს ამომრჩეველთა 7,4 %.
ცესკოს მონაცემებით, უკვე დაბეჭდილია 7 მილიონ 447 ბიულეტენი. მინსკში არჩევნების გასაშუქებლად უკვე აკრედიტებულია 1025 ჟურნალისტი, რომელთა შორის 670 უცხოური მედიასაშუალების წარმომადგენელია. დამკვირვებელთა შორის საქართველოს ცესკოს წარმომადგენლებიც არიან.
სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე 10 კანდიდატი იყრის კენჭს _ ალექსანდრე ლუკაშენკო - მოქმედი პრეზიდენტი. გრიგორი კოსტუსევი - შპს "ოსვესიკაია სამშენებლო კომპანიის" გენერალური დირექტორის მოადგილე, ალექსეი მიხალევიჩი - იურისტკონსულტანტი, ვლადიმერ ნეკლიაევი - სოციალური მხარდაჭერის საერთაშორისო საზოგადოებრივი გაერთიანების "ზაბოტას" აღმასრულებელი დირექტორი, იაროსლავ რომანჩუკი - ანალიტიკური ცენტრის "სტრატეგიას" აღმასრულებელი დირექტორი, ვიტალი რიმაშევსკი - გაერითიანება "ქრისტიანული საქმიანი ინიციატივას" თავმჯდომარის მოადგილე, ანდრეი სანნიკოვი - გაზეთ "ნაროდნაია ვოლიას" პოლიტიკური მიმომხილველი, ნიკოლაი სტატკევიჩი - ბელორუსის დამოუკიდებელი პროფკავშირის ხელმძღვანელი, ვიქტორ ტერეშენკო - ასოციაცია "მცირე და საშუალო მეწარმეობის" თავმჯდომარე, დმიტრი უსი - გაერთიანება "ტრივიუმის" დირექტორი.