საფრანგეთში, დიდთოვლის გამო, ტრანსპოეტის მოძრაობა პარალიზებულია. ამის შესახებ "იტარ-ტასი" იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, პარიზში სახმელეთო ტრანსპორტის მოძრაობა დიდითოვლობის გამო პარალიზებულია და 400-მდე ოჯახი, რომელიც საფრანგეთში დიდი ბრიტანეთიდან მანქანებით გადმოვიდა იძულებულები გახდნენ პარიზის მიმდებარედ, სავტომობილო გზაზე დღე მანქანებში გაეთარებინათ.
ამ დროისთვის პარიზში პრაქტიკულად შეწყვეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ტაქსების მოძრაობა, ხოლო შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტში ფრენები დღეს დილიდან დროებით შეწყდა.