ბელორუსიის და რუსეთის ურთიერთობა იქნება საუკეთესო. ამის შესახებ პირობა ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ დადო.
"რუსეთთან ურთიერთობა საუკეთესო გვქონდა და ისევ საუკეთესო იქნება, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კი მინიმუმ - კარგი", - აღნიშნა ლუკაშენკომ.
როგორც ცნობიალია, ბოლო თვეების განმავლობაში ოფიციალურ მინსკსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ბელორუსის პრეზიდენტმა პირველად კრემილის წინააღმდეგ მაშინ "გაილაშქრა", როდესაც მის ქვეყნას "გზაპრომმა" ბუნებრივი აირის დავალინების დაფარვა მოსთხოვა, ლუკაშენკო კი ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა.
აღსანიშნვია ის ფაქტიც, რომ ბელორუსის პრერზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს მიმართ შეურაცმხოფელ გამონათქვამებსაც არ იშურებდნენ.
რამდენიმე დღის წინ კი ლუკაშენკომ საჯაროდ აღნიშნა, რომ ის და მედვედევი "შერიგდნენ", თუმცა მათ შორის ურთიერთოების "დათბობის" კონკრეტული მიზეზიები არ დაუსახელებია.