რუსეთის მთავარი სანიტარის გენადი ონიშენკოს შეფასებით, ქოლერის ეპიდემია, რომელიც ჰაიტზე კვალვ მძვინვარებს, მალე შესაძლოა გლობალურ ეპიდემიაში გადაიზარდოს.
"ყველა გათვლებით, ჩვენ მალე გავხდებით მოწმეები 21-ე საუკუნეში მსოფლიოში ქოლერის ახალი ეპიდემიის დაწყების", - აღნიშნა "ინტერფაქსთან" საუბრისას ონიშენკომ და აქვე დასძიანა, რომ ჰაიტიზე გავრცელებული ქოლერა, თავის წინამორბედისგან განსხვადება და პრინციპულად სხვა, ახალი თვისებები აქვს.
ამასთან, რუსეთის მთავარი სანიტარი მიიჩნევს, რომ გაეროს მიერ შექმნილმა კომისიამ კუნძულ ჰაიტზე აუცულებელია ქოლერის ვირუსის მახასიათებელი შეისწავლოს, რადგან არსებული მონაცემებით ის პალანეტაზე დარგეისტრირებული ყველა ტიპის ვირუსისგან განსხვადება.
ოფიციალური ინფომაციით, ჰაიტიზე ქოლერით დავადებული 114 ათასი ადამიანია დარეგისტრირებული. დაიღუპა 2 535 ადამიანი. ქოლერის 38 შეთხვევა უკვე დომენკის რესპუბლიკაშიც გამოვლინდა.