გაერო კოტ-დიუარიდან სამშვიდობო ძალების გაყვანაზე უარს აცხადებს.
ამის შესახებ "როიტერს" გაეროს გენერალური მდივანის პან გი მუნის სახელით მისმა ოფიაციალურმა წარმომადგენელმა ფარხან ხაკამ განუცხადა.
"გენარალური მდივანი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადების შესახებ საქმის კურსშია, რომელიც კოტ-დიუარიდან სამშვიდობო ძალების გაყვანას უკავშირდება. გაერო აგრძელებს მანდატის შესრულებას და ადამიანის უფლების დარღვევის, წაქეზების, სიძულვილისა და ძალადობის ფაქტებზე მონიტორინგს", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ კოტ-დიაურის პრეზიდენტმა ლორან გბაგბომ ქვეყნის ტერიტორიიდან გაეროს სამშვიდობო ძალების და საფრანგეთის ჯარის გაყვანა მოითხოვა, რომელთაც მანდატი მიმდინარე წლის 20 დეკემბერს ამოეწურათ.
აღსანიშნავია, რომ გუშინ გაეროს სამშვიდობო მისიის ბაზას უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად არც ერთი სამშვიდობო არ დაშავებულა.
ამასთან, დეკმბრის დასაწყისში კოტ-დიურში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, რომელიც სამოქალო ომის შემდეგ პირველი საპრეზიდენტო არჩევნები იყო.
კოტ-დიაურის ცენტრალური კომისიის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ლიდერმა ალასან უტარამ გაიმარჯვა.
კონსტიტუციური საბჭოს მიერ რამდენიმე რაიონში არჩვენების შედეგების გაუქმების შემდეგ კი გამარჯვება კვლავ მოქმედმა პრეზიდენტმა ლორან გბაგბოს დარჩა, რომელმაც თავი კვალვ პრეზიდენტად გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის აშშ-მ, საფრანგეთმა, გაერომ და აფრიკის გაერთიანებამ გბაგბოს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ ხელისუფლება გამარჯვეული კანდიდატისთვის დაეთმო, რაზე იგი უარს აცხადებს.
გბაგბოსა და უტარეს მომხრეებს შორის შეტაკებებს კი უკვე 20 ადამიანი შეეწირა.