ბელორუსიაში, გომელსკის რაიონში, საარჩევნო უბანზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორამციას რუსული სააგენტოები ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისის თავმჯდომარეზე ლიდია ერმოშინაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ბელორუსის შსს-ს ინფორმაციით, ხანძარი სოფელ გლუხოვკაში დახურული კლუბში, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, გამათბობელიდან გაჩნდა.
ცეცხლი უბანზე მილიციის მორიგე თანამშრომლებმა ჩააქრეს.
"ეს არის პასუხი იმათთვის, ვინც საარჩევნო უბნებზე მილიციის წარმომადგენლების მორიგეობას აპროტესტებენ. დამკვირვებლები ამას ვერ გაკეთებდენ, უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ სახანძროს გამოიძახებდნენ", - აღნიშნა ცსკ-ს თავმჯდომარემ.
შეგახსნებთ, რომ ბელორუსში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.