ვენესუელაში აშშ-ის ახალ ელჩს ლარი პალმერს ჩასვლისთანავე დაკავებენ და უკან ამერიკაში გაუშვებენ, პირველივე თვითმფრინავით.
ამის შესახებ ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა განაცხადა.
"ის ყველაფერს იძახის, რაც თავში მოუვა ცუდი და უარყოფითი, ვენესუელასთან და პატივსაცემ გენერლებთან დაკავშირებით... ხელისუფლებაზე და ვენესუელას კონსტიტუციაზე. ამის შემდეგ ის როგორ შეიძლება იყოს ელჩი?", - აღნიშნა ჩავესმა.
ამასთან, ჩევესმა მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკოლაუს მადუროს და მოუწოდა "დაიჭირეთ პალმერი", როგორც კი ვენესუელაში ჩამოფრინდება.
"შესთავაზე ჩემგან ყავა და შემდეგ უთხარი bye-bye. მას არ შეუძლია ამ ქვეყანაში ჩამოსვლა", - აღნიშნა ვენესუელის პრეზიდენტმა.
ჩევესის თქმით, იგი მზად არის ამერიკის საელჩო გააძევოს ვენესუელიდან, პალერმოს დანიშვნის გამო.
აღსანიშნავია, რომ ვენესუელაში აშშ-ის ახალი ელჩის ლარი პალერმოს შეფასებით, ვენესუელას ჯარში სამხედრო მორალი დაბალია და კუბის გავლენა თანდათან უფრო შესამჩნევია.