მოსკოვში, არასანქცირებული აქციების დროს დაკავებულების უმრავლესობა არასრულწლოვანები არიან.
ამის შესახებ ინფორმაციას "იატარ-ტასი" მოსკოვის პოლიციის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსზე ვიქტორ ბირიუკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, აქციების დროს დაკავებულების უმრალესობა სკოლის 8-10 კლასის მოსწავლეები არიან, რომელთა ნაწილიც მილიაციის განყოფილებაში გამოცხადებულ მშობლებს უკვე გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში არასანქცირებულ აქციებზე მხოლოდ გუშინ, 1200-მდე ადამიანი დააკავეს.