ბანგლადეშში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე სურმაში სამგზავრო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც 35 ადამიანი დაიხრჩო. 20 მგზავრი კი დაკარგულად ითვლება.
ამის შესახებ ინფორმაციას "იტარ-ტასი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ. დაღუპულთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან.
წინასწარი ინფოამციით, სამგზავრო გემის ჩაძირვის მიზეზი ცუდი ხილვადობა გახდა, ზუდი ხილვადობის გამო, სამგზავრო გემი ტვირთმზიდს შეეჯახა.