ჩრდილოეთ ფილიპინებში, ქალაქ ტუგუეგარაოში, ერთ-ერთ სასტუმროს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 დაშავდა.
5 სართულიან სასტუმროს ცეცხლი მიწისქვეშა სართულზე გაუჩნდა.
ხანძრის გაჩენის დროს სასტუმროს ყველა დამსვენებელს ეძინა, რამაც გამოიწვია კიდეც მსხვერპლი.
როგორც BBჩ იუწყება, დაღუპულთაგან 9 სტუდენტი იყო.
როგორც ფილიპინური მედია იუწყება, ხანძრის შედეგად აღნიშნულ ქვეყანაში ყოველწლირად ბევრი ადამიანი იღუპება, რადგან შენობები ადვილად აალებადი მასალებისგან შენდება.