ავღანეთში, ნატოს ძალებმა 2010 წლის განმავლობაში 700 ჯარისკაცი დაკარგა.
ამის შესახებ ინფომაციას "ვზგლიადი", ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მიმდინარე წელი ყველაზე სისხლიანი გამოდგა ალიანსის ძალებისთვის, მას შემდეგ, რაც 2001 წლიდან თალიბანების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ ნატო დაღუპული ჯარისკაცების ეროვნების გამჟღავნებაზე უარს აცხადებს.
შეგახსნებთ, რომ 2009 წელს ავღანეთში 521 ალიანსის ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 2001 წლიდან დღემდე 2,27 ათასი ადამიანია მოკლული.