უკრაინელი სამხედროები ჩერნიგოვზე რუსეთის ტერორისტულ თავდასხმას პასუხს გასცემენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად ქალაქში შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი წლის გოგონა - სოფია, ხოლო დაშავებულთა შორის 15 ბავშვია.
„რაკეტა ქალქის ცენტრში ჩავარდა. და ეს მოხდა ფერისცვალების დღესასწაული დროს, მართლმადიდებლურ დღესასწაულზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ამისთვის რუსეთი მიიღებს პასუხს.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამხედროები პასუხს გასცემენ რუსეთს ამ ტერაქტისთვის, საგრძნობ პასუხს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით ჩერნიგოვის ცენტრს გუშინ, დაახლოებით 11:30 საათზე დაარტყა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა შვიდი და დაშავდა 148 ადამიანი. დარტყმა დრამატულ თეატრზე განხორციელდა, სადაც დრონების მწარმოებელთა და აეროდაზვერვის სასწავლებლების წარმომადგენელთა შეკრება იმართებოდა.