მოსკოველი სამართალდამცავების მიერ ქუჩებში დაკავებული ადამიანების რაოდენობა უკვე რამდენიმე ათეულია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცავები აკავებენ ახალგაზრდებს, როგორც კავკასიური ასევე სლავური გარეგნობით.
დაკავებები ამჟამადაც გრძელდება მანეჟის მოედანზე და მოსკოვის რამდენიმე მეტროსადგურთან.