მოსკოვში დაღესტნელებმა ქუჩაში გამვლელების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ინციდენტო მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, მილიციის განყოფილებაში გამოცხადდა მამაკაცი რომელმაც განაცხადა, რომ მისი და მისი მეგობრის მიმართულებით ქუჩაში გავლისას ავტომობილში მსხდომმა დაღესტნელებმა ტრავმატული იარაღიდან ცეცხლის გახსნეს.
მათივე ინფორმაციით ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ასევე უკვე დადგენილია ავტომობილის მფლობელის ვინაობა, რომლიდანაც გაიხსნა ცეცხლი. ეს დერბენტის მაცხოვრებელი 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცია.