მოსკოველი სამართალდამცავები დედაქალაქის ქუჩებში კავკასიელებს აკავებენ. მათგან ამოღებულია ტრავმატული იარაღი და აკრძალული საგნები. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"არეულობების თავიდან აცილების მიზნით ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების ჩატარებისას მოსკოვის მილიციის თანამშრომლები ცენტრალურ ქუჩებში კავკასიელებს აკავებენ. ", _ იუწყება რუსული მედია.
"ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ უკვე დაკავებულია 10-ზე მეტი ჩრდილოკავკასიელი. დაკავებულებს თან ჰქონდათ ტრავმატული პისტოლეტები, კასტეტები და სხვა აკრძალული ნივთები", _ იუწყება წყარო სამართალდამცავ ორგანოებში და დასძენს, რომ შესაძლო შეხლა-შემოხლის შესახებ მოსკოვის მილიცია ინფორმაციას განუწყვეტლად იღებს.