რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მხილებული ანა ჩაპმანი ჯარში მიდის.
რუსული მედიის ინფორმაციით, ჯაშუში რუსეთის ფედერაციის ახალგაზრდული გვარდიის წევრი ხდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, ჩაპმანი ახალგაზრდების პატრიოტული აღზრდითა და პროპაგანდით დაკავდება.
გვარდიის სრულუფლებიან წევრად აღიარებამდე ანა ჩაპმანს რამდენიმე ეტაპის გავლა -პირველ რიგში კი, შესაბამისი ნებართვის კრემლისგან აღება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 10 ადამიანი ამერიკელმა სამართალდამცველებმა ზაფხულში დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ჩაპმანი იყო.