დღეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი დროებით ოკუპირებულია, მაგრამ გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინდისში განაცხადა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი, ორივე რეგიონი არის დროებით ოკუპირებული, მაგრამ ჩვენი ჭკუით, გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი მიზანი. კიდევ ერთხელ, დიდება ჩვენს გმირებს და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.