ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსკოვის მიერ დანიშნული ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ სალდოს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ჰენიჩესკის საავტომობილო ხიდზე, დაზიანებულია გაზსადენი.
ამავე ინფორმაციას ავრცელებენ პრორუსი სამხდრო ბლოგერები და ტელეგრამ-არხები. მათი ცნობებით, დაზიანებულია საავტომობილო ხიდის ის ნაწილიც, რომელიც ხერსონის ოლქს ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს.
სალდოს მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 12 რაკეტა ისროლეს, მათგან ცხრა ჩამოაგდეს. სალდო ასევე ამტკიცებს, რომ დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ხიდზე გადაადგილდებოდა. ასევე დაზიანებულია ხიდთან მდებარე გაზსადენი, რის შედეგედაც ქალაქის 20 ათასზე მეტი მცხოვრები გაზმომარაგების გარეშეა დარჩენილი.
რისეთის საოკუპაციო რეჟიმი ასევე ავრცელებს ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ჩონგარის ხიდზე განხორციელებული დარტყმების შესახებაც.