მექსიკაში სონორას შტატში, არიზონას საზღვართან, ერთ-ერთ ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს, რომელიც ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული.
მექსიკის სონორას შტატის პროკურატურის ცნობით, მამაკაცმა ბარი მას შემდეგ დაწვა, რაც ის დაწესებულებიდან არასათანადო ქცევის გამო გააძევეს, მან შენობის კარის მიმართულებით ცეცხლმოკიდებული ნივთი ისროლა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად დაღუპულთა შორის არის აშშ-ის მოქალაქე, ასევე 17 წლის მოზარდი. დაშავებულია ექვსი ადამიანი.