ძირითად მარცვლეულზე ფასების საერთაშორისო მაჩვნებლები შემცირდა, თუმცა მოწყვლად ქვეყნებში სურსათზე ფასები ადგილობრივად იმატებს.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ანგარიშის მიხედვით, სურსათზე საერთაშორისო ფასების ინდექსი 2023 წლის ივნისში კვლავ შემცირადა, ძირითად, მარცვლეულსა და მცენარეულ ზეთებზე.
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც ყოველთვიურად სურსათის საერთაშორისო ვაჭრობის ფასებს უწევს მონიტორინგს, მაისთან შედარებით, 1.4 პროცენტით შემცირდა და ივნისში 122.3 ქულა შეადგინა. ეს მონაცემები 2022 წლის მარტს 23.4 პროცენტით ჩამორჩება.
FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსმა მაისთან შედარებით 2.1 პროცენტით იკლო. უხეშ მარცვლეულზე საერთაშორისო მაჩვენებლებმა ივნისში 3.4 პროცენტით ნაკლები შეადგინა. ამის მიზეზი, ძირითადად, არგენტინასა და ბრაზილიაში სიმინდის მეტი მომარაგება და მიმდინარე მოსავლის აღების პერიოდი, ასევე, ა.შ.შ.-ში, მთავარ მწარმეობელ არეალებში გაუმჯობესებული მოსავლის პერსპექტივა გახდა. ხორბლის საერთაშორისო ფასებმა 1.3 პროცენტით იკლო, რადგან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოსავლის აღება დაიწყო. ამ უკანასკნელზე კი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს რუსეთის ფედრაციიდან უხვად მომარაგება და შემცირებული საექსპორტო გადასახადი. პარალელურად, ა.შ.შ.-ში ბრინჯის საერთაშორისო ფასებმა 1.2 პროცენტით დაიწია პაკისტანის მხრიდან ექსპორტის მოსაზიდად გააქტიურების ფონზე.
წინა თვესთან შედარებით, 2.4 პროცენტით შემცირდა FAO-ს მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსი: პალმისა და მზესუმზირის ფასების შემცირების ფონზე, სოიოსა და რაფსის ზეთის ფასებმა მოიმატა, რაზეც მათი ზრდის ძირითად რეგიონებში ამინდის პირობებმა მოახდინა გავლენა.
FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსი ივნისში 0.8 პროცენტით შემცირდა, ყველაზე მეტად – ყველზე. თუმცა, ფასები გაიზარდა კარაქზე – ძირითადად, შუა აღმოსავლეთში წერტილოვან მომარაგებაზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე.
ბოლო ოთხ თვეში უწყვეტი ზრდის შემდეგ, FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი 3.2 პროცენტით შემცირდა. მათზე გავლენა, ძირითადად, ბრაზილიაში შაქრის ლერწმის მოსავლის პროგრესმა და გლობალურად იმპორტის შემცირებულმა მოთხოვნამ იქონია, განსაკუთრებით – ჩინეთიდან.
FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი ივნისში თითქმის არ შეცვლილა: ფრინველის ხორცზე ფასმა აიწია აღმოსავლეთ აზიიდან იმპორტის მაღალი მოთხოვნისა და მიწოდებასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე, რაც, თავის მხრივ, ფრინველის გრიპის გავრცელებას უკავშირდება. ღორის ხორცის საერთაშორისო ფასმაც მოიმატა, თუმცა, შემცირდა ფასები მსხვილფეხა საქონლისა და ცხვრის ხორცზე, რადგან ოკეანეთიდან ექსპორტზწ წვდომა გაიზარდა.
მეტი დეტალისთვის იხილეთ ბმული.
მოსალოდნელია მარცვლეულის წარმოების რეკორდულად გაზრდა
მარცვლეულის მოწოდებისა და მოთხოვნის შესახებ ანგარიშის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ 2023/24-ში მსოფლიო მარცვლეულის წარმოება რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს.
FAO-მ მარცვლეულის გლობალური პროდუქციის 2023 წლის პროგნოზი 2 819 მილიონ ტონამდე გაზარდა, რაც, გასული წლის მონაცემებს 1.1 პროცენტით აღემატება.
ახალი გათვლები ხორბლის გლობალური წარმოების უკეთეს პროგნოზს გვპირდება, რაც ახლა, ზოგიერთ ქვეყანაში – კანადის, ყაზახეთისა და თურქეთის ჩათვლით – გაუმჯობესებული წარმოების შედეგად, 783.3 მილიონ ტონას მოიცავს. თუმცა, ხორბლის გლობალური წარმოება გასულ სეზონთან შედარებით კვლავ ნაკლებია 2.3 პროცენტით.
უხეში მარცვლეულის წლიური წარმოების ზრდა, 2022 წელთან შედარებით 2.9 პროცენტით, 1 512 მილიონ ტონამდე ივარაუდება. ხოლო მსოფლიოში ბრინჯის წარმოება 2023/24 წლებისთვის 1.2 პროცენტითაა მოსალოდნელი, რაც 2022/23-თან შედარებით გაზრდილი რაოდენობაა და 523.7 მილიონ ტონას აღწევს.
მსოფლიოში მარცვლეულის მოხმარების გაზრდას შემდეგ სეზონზე 0.9 პროცენტით ელიან, რამაც 2 805 მილიონ ტონა უნდა შეადგინოს. ამის მიზეზი უხეში მარცვლეულის, განსაკუთრებით, ცხოველთა საკვებად განკუთვნილი სიმინდის, მოსალოდნელი, გაზრდილი მოხმარებაა.
2023/24-ის FAO-ს პროგნოზი მარცვლეულის მარაგებთან დაკავშირებით, სეზონების დასასრულისკენ, 878 მილიონ ტონას შეადგენს, რაც წინა სეზონს 2.3 პროცენტით აღემატება. ამ მოცემულობით, მარცვლეულის გამოყენების გლობალური მარაგის თანაფარდობა უცვლელი დარჩება – 30.6 პროცენტი.
FAO-ს უახლესი პროგნოზი 2023/24-ში მარცვლეულის მსოფლიო ვაჭრობის შესახებ 2022/23-თან შედარებით შესაძლოა 0.9 პროცენტით შემცირდეს, რაც ხორბლის მოცულობის შემცირებას უკავშირდება.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
სურსათზე მაღალი ფასები მოწყვლად ქვეყნებში სასურსათო მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს
სურსათზე მაღალი ფასები, ეკონომიკური დაღმასვლა, კონფლიქტი, გვალვა და ზოგიერთ რეგიონში El Niño-სგან გამოწვეული მოსალოდნელი რისკი, მსოფლიოს ბევრ წერტილში, სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარების გამო, შეშფოთებას იწვევს. FAO-ს გლობალური ინფორმაციისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის (GIEWS) ფარგლებში მომზადებული მოსავლის პროგნოზისა და სურსათის მდგომარეობის შესახებ უახლესი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს 45 ქვეყანა სურსათის მიმართულებით საგარეო დახმარებას საჭიროებს.
45 ქვეყანაში შიმშილის შემაშფოთებელი მდგომარეობის მთავარი მიზეზი სურსათზე ადგილობრივად მომატებული ფასებია, რაც FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის მაჩვენებლისგან განსხვავდება. ამ ქვეყნებს შორისაა უკრაინა, ვენესულა, 33 ქვეყანა აფრიკის კონტინენტიდან და 9 – აზიიდან.
ანგარიშის მიხედვით, თუ 2023-ში მსოფლიო მარცვლეულის წარმოების 1.1 პროცენტით გაზრდა ივარაუდება წინა წელთან შედარებით, იგივე მაჩვენებელი დაბალი შემოსავლის, სურსათის დეფიციტის მქონე ქვეყნებში (LIFDCs), 44 ქვეყანაში, შემცირდება, რაც იმპორტის საჭიროებს გაზრდის.
კვარტლურ ანგარიშში მოცემულია დეტალური ინფორმაცია სურსთის უსაფრთხოებისა და ფასების ტრენდის შესახებ, რაც, ამ მხრივ, მოწყვლად ქვყნებში მოსახლეობაზე აისახება. ანგარიში, ასევე, გვაწვდის რეგიონული წარმოებისა და ვაჭრობის პროგნოზების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.