დღეს, 17 დეკემბერს, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მარნეულში აქციას გამართავს.
მარნეულის მოსახლეობას ბიომეტრული პასპორტების შეღავათით მიღების საშუალება მიეცემათ. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ქ. მარნეულში გრანდიოზულ აქციას აწყობს _ სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიული ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე სააგენტოს 25 ოპერატორი პასპორტების მიღების შესახებ მარნეულის მოსახლეობის განცხადებებს ერთდოულად ჩაიბარებენ. ადგილზე იქნება განთავსებული პასპორტის მიღებისთვის საჭირო ტექნიკა: კომპიუტერები, ფოტო ჯიხურები, ბანკის დახლები.
სტატისტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ მარნეულში ათასობით მოქალაქეს სურს ბორჯრალოიანი პასპორტის ნაცვლად შეღავათით მიიღოს ბიომეტრული პასპორტები.
როგორც ცნობილია, 2011 წლის 1 იანვრამდე სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში ბიომტრული პასპორტი შეღავათით - 100 ლარის ნაცვლად 65 ლარად, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ მსურველს ბორჯღალოს გამოსახულებიანი მოქმედი პასპორტი აქვს. რადგან მარნეულში ამ შეღავათით სარგებლობის ბევრი მსურველი აღმოჩნდა, ადგილობრივ ტერიტორიულ სამსახურს კი საკმარისი რესურსი არ გააჩნია, პასპორტების დროულად გაცემისთვის, სამოქალაქო რეესტრმა მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, სერვისის სრულყოფის მიზნით, მოაწყობს მასშტაბურ აქციას.