წყნეთში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვები ეზოში, სკვერში თამაშობდნენ, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ცნობით, ბიჭის სიცოცხლე კუსტარულად გაყვანილმა ელექტროსადენმა იმსხვერპლა.
მოზარდის დახმარებას სასწრაფოს მისვლამდე ადგილობრივები ცდილობდნენ, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.15 წლის ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ჯერ უცნობია, რა მუხლით დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ.