უბედური შემთხვევა მოხდა სამტრედიაში. გავრცელებული ინფორმაციით, მე-11 კლასის მოსწავლე მეგობრებთან ერთად მდინარე გუბისწყალზე სათევზაოდ იყო წასული და სავარაუდოდ წყალში ჩავარდა.
მაშველებმა არასრულწლოვნის ცხედარი რამდენიმესაათიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შემდეგ იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი სამტრედიის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.