საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია - ამის შესახებ სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი" სოციალურ ქსელში წერს.
მათივე ცნობით, მიმდინარეობს ევაკუაცია.
"ისთ ფოინთის საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია. შეტყობინების დაფიქსირებისთანავე, უსაფრთხოების ინსტრუქციის თანახმად მივმართეთ 112-ს. ამ ეტაპზე 112-ის უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს ევაკუაცია და მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდება სამუშაოები. სავაჭრო ცენტრი მუშაობას ხვალ, 10:00 საათიდან განაგრძობს" - წერია განცხდებაში.