ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი რეანომობილში დაიღუპა, როდესაც ის ქუთაისში გადაჰყავდათ.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა სამი ადამიანი.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ ერთ-ერთი დაშავებული სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით ხობის ჰოსპიტალში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.