დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი გორში ადგილობრივ ახალგაზრდობას შეხვდება.
როგორც სამინისტროს პრესსამსახურიდან "ჯი-ეიჩ-ენ-"ს განუცხადეს, შიდა ქართლში ვიზიტის ფარგლებში მინისტრი და გუბერნატორი - ზურაბ არსოშვილი გორის ახალგაზრდულ ცენტრს ოფიციალურად გახსნიან.
გორის ახალგაზრდული ცენტრი არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება, რომელიც რეგიონში მცოვრები ახალგაზრდების უნარ-ჩვევების ამაღლებას და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ცეტნრი ემსახურება ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის გასართობი, შემეცნებითი და სხვა პროგრამების განხორციელებას. ცენტრის პრაქტიკული ხელშეწყობით ახალგაზრდებს საშუალება აქვთ განახორციელონ საკუთარი იდეები. ცენტრის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას 2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად დევნილ ახალგაზრდობასთან ურთიერთობა წარმოადგენს.
გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ცენტრის თანამშრომლები სტუმრებს დაგეგმილ პროექტებს და 2011 წლის სამოქმედო გეგმას გააცნობენ.
გორის ახალგაზრდული ცენტრის ამოქმედება არის პროექტის „ახალგაზრდობის განვითარება და ჩართულობა" ნაწილი. პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური ხელშეწყობით საქართველოს მასშტაბით 8 ცენტრი (გურჯაანში, გორში, მარნეულში, ახალციხეში, ზუგდიდში, ვარციხეში, ლენტეხსა და აბროლაურში) გაიხსნა.
დღეისათვის რეგიონული ახალგაზრდული ცენტრების 8-ვე შენობა-ნაგებობა გარემონტდა, აღიჭურვა საჭირო ავეჯით და კომპიუტერული ტექნიკით, ასევე დაკომპლექტდა ცენტრებში მომუსავე პერსონალი. რეგიონალური ცენტრების თანამშრომლებმა დასახეს ახალგაზრდებთან ურთიერთობის სტრატეგია და განსაზღვრეს 2011 წლის სამოქმედო გეგმა.
პროექტი „ახალგაზრობის განვითარება და ჩართულობა" დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ. საგრანტო ხელშეკრულებას მსოფლიო ბანკმა და საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 31 ივლისს მოაწერეს ხელი.
შეხვედრა დღეს, 15 დეკემბერს, 16:00 საათზე, გაიმართება.