პარლამენტთან მოქალაქეების ნაწილი ევროკავშირის დროშებით მსვლელობით მივიდა. ადგილზე მათ პოლიციამ მოქალაქეებს თავისუფლების მოდენისკენ წასვლისუფლება არ მისცა.
დააკავეს ერთი პირი, რომელსაც არასრულწლოვან შვილთან ერთად თავისუფლების მოედანზე, იმ ტერიტორიაზე უნდოდა შესვლა, სადაც მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, დაკავებული პირი ორჯერ დაეჯახა შსს-ს წარმომადგენლებს და კორიდორი გაარღვია
"ჩვენ განვუმარტეთ მოქალაქეებს, რომ ღონისძიება ტარდება აქ თავისუფლების მოედანზე და აქცია შეუძლიათ ჩაატარონ პარლამენტის წინ... არასრულწლოვანებთან თუ ისე იყო, ბიჭებს ეჭიდავებოდა და არაერთხელ მოუწოდეს და ორჯერ დაეჯახა პოლიციის თანამშრომლებს და გაარღვია კორიდორი დასაკავებელია," - განუცხადა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს.