მედიაში ვაკეში, მოსაშვილზე მდებარე კაფეში მომხდარი სროლის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება. ვიდეოში ჩანს, რომ რესტორანში უცნობი პირი შედის და მოქალაქეს იარაღიდან დამიზნებით ესვრის. დაჭრილია ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 19-108-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.