შსს-მ ხაშურის რაიონული პოლიციის ახალი შენობა გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შიდა ქართლის რეგიონში პოლიციის ხუთი ახალი შენობა ააშენა და აამოქმედა. დღეისთვის მზად არის და ფუნქციონირებას დაიწყებს ხაშურის რაიონული პოლიციის სამმართველო, სადაც დასაქმებულია ორმოცდათხუთმეტი პოლიციელი და მოემსახურება ხაშურის რაიონის ოცდარვა სოფელს.
შენობების გახსნას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლის რეგიონში ზურაბ არსოშვილი.