ერაყში მასშტრაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა ტერორისტული ორგანიზაცია "ალ ქაიდას" 29 წევრი დააკავეს.
დამნაშავეები ჟურნალისტებს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე წარუდგინა. პოლიციელების ინფორმაციით, დაკავებულები ბოლო 9 თვის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებული ყველა ტერორისტული აქტის შემსრულებლები არიან.
ერაყელმა სამართალდამცველებმა ამავე ბრალდებით 2 დეკემბერს 39 ადამიანი დააკავეს. მათ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.