სოფლის მეურნეობის მინისტრმა გარდაბნის რაიონში ის ფართობები დაათვალიერა, სადაც გამოყენებულია ამერიკული ხორბლის სათესლე მასალა.
ბაკურ კვეზერელი დაეთანხმა სპეციალისტების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გამოყენებულმა ჯაგერის ჯიშის თესლმა გაამართლა. მინისტრმა ხაზი გაუსვა მისი აღმოცენების მაღალ პროცენტს.
"ის ფართობები, რომლებიც დღეს ვნახე ძალიან შთამბეჭდავია. უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ სათესლე მასალამ გაამართლა, მაგრამ საბოლოო შეფასების გაკეთება ზაფხულში, მოსავლის მიღების შემდეგ გახდება შესაძლებელი", - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა.
ამერიკული ხორბლის თესლი საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში შემოიტანეს, რომელიც მარცვლეული კულტურების წარმოების ინტენსიფიკაციის გრძელვადიანი გეგმის ნაწილია.
პროგრამა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში განხორციელდა და პილოტურ ხასიათს ატარებდა. გადაწყდა, რომ მისი განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები