ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილი შეფასებით ხშირ შემთხვევაში კერძო ტერმინალები არა საწყობის არამედ ხაფანგის ფუნქციას ასრულებდნენ.
სწორედ ასე გამოეხმაურა კახა ბადურაშვილი კერძო ტერმინალების მფლობელების პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფომ მათ "კლიენტურა წაართვა".
"ჩვენ კერძო ტერმინალების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუმცა ხშირად ისინი არა საწყობის არამედ ხაფანგის ფუნქციას ასრულებდნენ. როცა იქ ტვირთი შედიოდა ტერმინალების მეპატრონეები დაინტერესებულნი იყვნენ, რომ ტვირთი რაც შეიძლება დიდხანს დაყოვნებულიყო რათა იმპორტიორებისათვის რაც შეიძლება მეტი გადასახადი დაეწესებინათ", _ განაცხადა ბაინდურაშვილმა და აქვს ისიც განმარტა, რომ კერძო ტერმინალების მფლობელები კორუფციულ გარიგებებშიც იყვნენ შემჩნეულნი.
აღნიშნულ კონტექსტში ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რომ გაფორმების ეკონომიკური ზონა "გეზი" სწორედ ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ '"გეზთან" დაკავშირებული პროცედურების შესახებ ფინანსთა მინისტრი მინისტრთა კაბინეტს დეტალურ ინფორმაციას ამ წუთებში მთავრობის სხდომაზე აცნობს.
მასალის გამოყენების პირობები