რუსეთი 2020 წლამდე შეიარაღებაზე 20 ტრილიონ რუბლს დახარჯავს, ეს პროგრამა 2020 წლამდეა გათვლილი. ეს განცხადება რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა. მისივე თქმით ამ თანხიდან დაახლოების 5 ტრილიონი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების კომპლექსურ გადაიარაღებაზე წავა.
"ეს ძალიან დიდი თანხაა, მეშინია კიდეც ამ ციფრის დასახელება. თუმცა ეს თანხა გათვლილია, თავდაცვის მინისტრმა და გენშტაბის ხელმძღვანელმა შეძლეს და დაადასტურეს ამ თანხის საჭიროების აუცილებლობა", _ განაცხადა პუტინმა სხდომაზე რომელიც შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის განხილვას ეხებოდა.
პუტინის თქმით, შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2011 -2020 წლებში გათვალისწინებულია 1 300 ერთეულზე მეტი სხვა და სხვა სახის ტექნიკის და შეიარაღების შესყიდვა.
პუტინის თქმით, რუსეთს სჭირდება რეკეტები და სხვა საგნები, რომლებიც მეტალისგანაა დამზადებული. მისივე განცხადებით, უკვე 2015 წლისათვის რუსულ არმიაში თანამედროვე შეიარაღების წვლილი 30^% მდე უნდა გაიზარდოს, მხოლოდ 2020 წლისათვის 70 %-მდე.