გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ორთვინ ჰენიგი ოფიციალური ვიზიტით ქუთაისს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში (13-14 დეკემბერი) ელჩი შეხვდება იმერეთის გუბერნატორს, ლაშა მაქაცარიას, ქუთაისის მერს, გიორგი თევდორაძეს
და ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს,
პროფ. გიორგი ღავთაძეს.
უნივერსიტეტში სტუმრობისას ორთვინ ჰენიგი გაეცნობა გერმანისტიკის
ფაკულტეტისა და ქუთაისში გერმანიის აკადემიური გაცვლითი
სამსახურის საქმიანობას. ასევე მოინახულებს ქუთაისის გერმანულ-
ქართულ ცენტრს.