17-19 დეკემბერს, ბათუმში, სასტუმრო "თანამგზავრში" საქართველოს თეატრების ხელმძღვანელებისთვის სათეატრო მართვასა და მარკეტინგში ტრეინინგ-პროგრამა გაიხსნება.
ღონისძიება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან ერთად, საქართველოს რეგიონალური თეატრების ქსელის ორგანიზებით იმართება.
შეხვედრაზე, რომელზედაც საქართველოს ოცდაათი თეატრის ხელმძღვანელია მიპატიჟებული, განხილული იქნება შემდეგი საკითხები: სათეატრო მენეჯმენტი, მარკეტინგის მოდელები, მარკეტინგული კვლევა, საერთაშორისო თანამშრომლობა და საკუთარი პროდუქციის შეთავაზება როგორც შიდა ასევე გარე ბაზარზე.
ტრენინგ პროგრამის ბოლოს იქნება საქართველოს რეგიონალური თეატრების ქსელის შეკრება.
ტრენინგს გაუძრვებიან საერთაშორისო ექსპერტები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ლევან ხეთაგური და იური მღებრიშვილი
პროგრამა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდ ~კავკასიის~ მხარდაჭერით.
პროექტი დააფინანსა ამერიკის საელჩომ საქართველოში.