სადაზვერვო სამსახურის მრჩეველმა, რომელიც მონაკოს მეფის ალბერტ მეორის მმართველობისას მსახურობდა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში კორუფციაზე განცხადება შეიტანა, რომელიც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ადგილად რუსეთის არჩევისას პრინცის მიერ ხმის მიცემას ეხება. ამის შესახევ იუწყება "ინდეპენდენტ"-ი
მრჩეველი რობერტ ერინგერი აცხადებს, რომ პრინცმა რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინისა და კრემლის ბანკირის სერგეი პუგაჩოვისგან მიიღო საჩუქრები და ძვირადღირებული მოგზაურობები. ამ მოგზაურობებში შედიოდა პოლარული ექსპედიცია, სათევზაო არდადეგები, საზეიმო ვახშამი და სამსაძინებლიანი აგარაკი.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ჟაკ როგესადმი გაგზავნილ წერილში ერინგერი ამტკიცებს, რომ პრინცმა კენჭისყრის წესები დაარღვია, როდესაც საჩუქრად მიიღო აგარაკი, რომელიც მის მთიან ფერმაში, ღოც Aგელ-ში აშენდა. რუსეთმა სამუშაოების და სამშენებლო ხარჯები გადაიხადა - ამბობს იგი. ასეთი ექსტრავაგანტული საჩუქარი აჭარბებს ოლიმპიური კომიტეტის მითითებებს საჩუქრების შესახებ და ამიტომ პრინცს ხმა არ უნდა მიეცა 2014 წლის ოლიმპიური თამაშების სოჭში, რუსეთში ჩატარებისთვის - ამტკიცებს ერინგერი.
ოლიმპიური კომიტეტისადმი კალიფორნიაში მიცემულ ჩვენებაში ის ამბობს, რომ პრინცის სადაზვერვო მრჩევლის სტატუსში (2002-2008 წ.წ.), მან იცოდა "მონაკოში ორგანიზებული რუსული კრიმინალისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების სულ უფრო მზარდი ინტერვენციის შესახებ". ის ამტკიცებს რომ პრინცის რამდენიმე თანამშრომელს საქმიანი ინტერესები აკავშირებდა "მაღალი თანამდებობის მქონე რუსებთან და ცალკეულ პიროვნებებთან, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ რუსულ ორგანიზებულ კრიმინალურ წრეებთან კავშირში".
ერინგერი სერგეი პუგაჩოვს "ვლადიმერ პუტინის ახლო წრის წარმომადგენელს" უწოდებს. ის პრინც ალბერტთან საქმიან ურთიერთობებს ავითარებდა, რათა "ეყიდა მონაკოს მოქალაქეობა".