69 წლის ასაკში ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკი გარდაიცვალა. აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, ჰოლბრუკს აორტა გაუსკდა. ამერიკელ დიპლომატს გულზე ორი ოპერაცია ჰქონდა გადატანილი.
ჰოლბრუკის გარდაცვალებას უკვე გამოეხმაურნენ აშშ-ის პრეზიდენტი, სახელწმიფო მდივანი და ვიცე-პრეზიდენტი.
ჰოლბრუკი მეტსახელად "ბულოდზერი" ცნობილი იყო იმით, რომ კონფლიქტის მხარეების მოლაპარალების მაგიდასთან დასმას ცდილობდა. იგი პირველი ამერიკელი დიპლომატი იყო, ვინც რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა.