საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 2010 წლის 12-17 დეკემბერს თანამედროვე ამერიკული ჯაზის ანსამბლს, დენ ტეპფერის ტრიოს საკონცერტო ტურნეს მასპინძლობს.
ხვალ, 14 დეკემბერს, 18:30 საათზე, კონცერტი თელავის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
დენ ტეპფერის ტრიოს შემადგენლობაში შედიან აღიარებული ახალგაზრდა ამერიკელი პიანისტი დენ ტეპფერი, ტომას მორგანი (კონტრაბასი) და ტედ პური (პერკუსია).
16 დეკემბერს, 20:00 საათზე, დენ ტეპფერი კონცერტს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის ივენთ ჰოლში გამართავს.