თელავში სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლებში საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა დასრულდა.
მოწყობილია შიდა საკანალიზაციო ქსელი და სველი წერტილები. სველი წერტილების განთავსების ადგილას შიდა ქართლის დევნილთა საცხოვრებლებში დაგებულია ფილებიც.
სამუშაოები დევნილთა საცხოვრებლებში ორი თვის წინ დაიწყო. Pპროექტის საერთო ღირებულება 112. 600 ლარია. სამუშაოები განახორციელა ფონდმა "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ".
საკანალიზაცოი ქსელის მოწყობის შემდეგ 86 ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდა.