ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში დედოფლისწყაროში ხეები დარგეს.
14 ათას 500 იფნის, ფშატისა და აკაციის ნერგი 10 ჰექტარ ფართობზე გაშენდა.
პროექტი გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მასზე 100 ათასი ლარი დაიხარჯა.
ხეების დარგვაში მონაწილეობა პაროდიის თეატრის მსახიობებმა მიიღეს. კახეთის რეგიონს სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე სტუმრობდა. მან ახლად გაშენებული ტყე თავად მოინახულა.