რუსთავის საჯარო სოლების მოსწავლეები კონკურსში ,,ერი და ისტორია" წარმატებული მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
დაჯილდოების ცერემონია რუსთავის მუნიციპალურ თეატრში გაიმართა.
კონკურში ,,ერი და ისტორია" რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინიციატივით ჩატარდა და ქალაქის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მეუფე იოანე, ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და რუსთავის მთავრობის წამომადგენლები.
მოსწავლეებმა თემები ლიტერატურასა და ისტორიაში დაწერეს.
სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები პედაგოგებმაც მიიღეს.