წუხელ ზუგდიდის რაიონის რვა სოფელში ჩაის ყოფილ პლანტაციებს ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძრის ყველაზე ძლიერი კერა სოფელ ჭკადუაში, ინგვირსა და კახათში იყო.
არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე დასახლებულ ტერიტორიაზეც, თუმცა გვიან ღამით ხანძრის ლიკვიდაცია მოხდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებსა და ზარალს მოგვიანებით დაადგენენ.
ცეცხლის ხელმეორედ შესაძლო გაჩენის გამო სახანძრო სამსახურები ზუგდიდის სოფლებში მთელი ღამე პატრულირებდნენ.