პანკისის ხეობის მოსახლეობას წყალდიდობის საფრთხე აღარ ემუქრება.
ხეობაში 70-მეტრიანი სიმაღლის გამბიონის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც წყალდიდობის შედეგად მოვარდნილი ღვარცოფის საწინააღმდეგოდ აღიმართება და მოსახლეობას პრობელები აღარ შეექმნება.
მშენებლობა 220 000 ათასი ლარი ჯდება და ის იაპონიის საელჩომ დააფინანსა.
სამუშაოები სამ ეტაპად ჩატარდება.
ახმეტის მაჟორიტარმა და საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ პეტრე ცისკარიშვილმა სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულება მოინახულა.
"ჩვენ ხელი შევუწყვეთ სოფლის მეურნეობის განვითარებას. აღარ იარსებებს იმის საფრთხე რომ აქ წყალი მოვიდეს და დაიტბოროს", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
ცისკარიშვილმა ახმეტაში პატარა სკვერიც გახსნა.