ქუთაისსა და სოფელ ჯიმაშკარის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ტყეში ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი ტყეს გუშინ მოედო და მის ჩაქრობას ქუთაისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები, ასევე სატყეო სააგენტოს, გარემოს დაცვის სამინისტროს ინსპექციის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობდა.
ხანძარის შედეგად წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყის 5 ჰექტარი დაიწვა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარის გაჩენის მიზეზი დაუდევრობა იყო.