"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის პატიმართა უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე სასჯელაღსრულების მინისტრის მოხსენებას არაადეკვატურს უწოდებს და აცხადებს, რომ კალმახელიძე შეგნებულად თავს არიდებს პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობის შეფასებას.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ხათუნა კალმახელიძემ მიმდინარე წელს უწყებაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა.
მინისტრის თქმით, პენიტენციალური სისტემაში ევროპული სტანდარტები ინერგება და ქართულ ციხეებში გატარებული რეფორმების შესასწავლად უცხოეთიდანაც ჩამოდიან.
"კალმახელიძეს არაფერი უთქვამს ციხეში სიკვდილიანობის მატებასთან დაკავშირებით, არ უსაუბრია პატიმრებთან ამანათების შეგზავნის პრობლემებზე, სამედიცინო მომსახურების სფეროში კატასტროფულ ვითარებასა და ტუსაღების წამების ფაქტებზე,Aადვოკატების უფლებების შელახვაზე", - აცხადებს ბაკურიძე და დასძენს, რომ წარმატებებით თავის მოწონებას პრობლემების მოგვარება სჯობს.