საქართველოს კულტურის, სპორტის და ტურიზმის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ორგანიზებით, სიღნაღში სამკურნალო პროფილაქტიკურმა ცენტრმა, პროფკავშირების წევრთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარა.
პაციენტებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროპათოლოგის და თერაპევტის კონსულტაციით.
დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, ციცო ჯაფარიძის განცხადებით, ეს ღონისძიება ყოველწლიურია და საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები