ოზურგეთის რაიონის სოფელ ნარუჯას მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.
სოფელში შესაბამისი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. რეზერვუარში დღეს წყალი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პირველმა გაუშვა.
რეაბილიტაციის ფარგლებში სოფელში ახალი სატუმბი სადგური, რეზერვუარი და წყალშემკრები ნაგებობა აშენდა. სამუშაოებზე 50 ადამიანი იყო დასაქმებული.
პროექტი მილიონ 550 ლარი დაჯდა. თანხა მთავრობამ და აზიის განვითარების ბანკმა გამოყვეს.